კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის (ABS)- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და მართვის საკონსულტაციო ჯგუფს შორის თანამშრომლობა დაიწყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) — საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მიზანია ფინანსურად დაეხმაროს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე დსთ-ის ქვეყნებს საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში.

 ჩვენი თანამშრომლობა შედგება „კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის (ABS) საქართველო“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ინიციატივას წარმოადგენს და მისი მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

თანამშრომლობა დაიწყო 2020 წლის სექტემბერში, რაც ითვალისწინებს მართვის საკონსულტაციო ჯგუფის ჩართულობას პროექტში სტრატეგიის მიმართულებებით (მმართველობის სტრუქტურის შემუშავება, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვა-გამართვა, მმართველობითი აღრიცხვის  დანერგვა/ეფექტიანობის გაზრდა).