საგადახდო აუდიტი და კონსულტაციები

სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია გადასახადები. შეიძლება ითქვას, რომ გადასახადები წარმოადგენს სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ელემენტს.

გადასახადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია ყოველთვის უნდა ცდილობდეს პირნათელი იყოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას, რაც თავიდან აარიდებს გადასახადების არასწორად გადახდასთან დაკავშირებულ ზედმეტ დანახარჯებს.

  ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ გადასახადების სწორად გაანგარიშებაში, ანგარიშსწორებასა და დეკლარირებაში.
  ჩვენ გთავაზობთ როგორც მიმდინარე კონსულტაციებს საგადასახადო საკითხებში, ასევე სრულ საგადასახადო აუდიტს.