ია დონდუა

აუდიტის მენეჯერი

ია არის შპს „მართვის საკონსულტაციო ჯგუფის“ აუდიტის მენეჯერი. მას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება აუდიტისა და საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით. ასევე, მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.

ია 2013 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა შპს „საფინანსო საკონსულტაციო ცენტრში“ ბუღალტრად. მის ფუნქციებში შედიოდა ბუღალტრული მომსახურება, რომელიც გულისხმობდა ფინანსური ანგარიშგებებისა და საგადასახდო დეკლარაციების მომზადებას.

2016 წლიდან 2019 წლის თებერვლამდე ია მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უფროს შიდა აუდიტორად. ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა აუდიტორულ პროექტებს, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემოწმებასა და მათთვის სათანადო რეკომენდაციების მიცემას ისახავდა მიზნად, კანონთან შესაბამისობის კუთხით.

2019-2022 წლებში ია მუშაობდა შპს „ნექსია თიეიში“, სადაც, საწყის ეტაპზე, ეკავა აუდიტორის ასისტენტის, შემდგომ კი უფროსი აუდიტორის პოზიცია. ია ხელმძღვანელობდა სხვადასხვა აუდიტორულ პროექტებს, რაც გულისხმობდა მუშაობას როგორც გუნდის წევრებთან, მათზე დავალებული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო მეთოდების ახსნის მიზნით, ასევე, კლიენტებთან ურთიერთობას, სათანადო რეკომენდაციებისა და მათთვის პრობლემური საკითხების განხილვისათვის.

იას დასრულებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, ანგარიშგება-აუდიტის მიმართულებით. მოგვიანებით ის ამავე მიმართულებით გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრიც.

ია არის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის წევრი. ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.

ია შპს „მართვის საკონსულტაციო ჯგუფში“ პასუხისმგებელია ფინანსური აუდიტის პროცესის ზედამხედველობაზე და ასევე, პროექტების დონეზე კომპანიაში დანერგილი ხარისხის კონტროლის მონიტორინგზე.