თამარი არის შპს მართვის საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი. მას აქვს 12 წელზე მეტი გამოცდილება აუდიტის, მარწმუნებელი გარიგებების, საკონსულტაციო მომსახურების და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურება, ენერგეტიკა, მშენებლობა, განათლება, ჯანდაცვა და სხვა. ასევე მას აქვს გამოცდილება უძრავი ქონების საშემფასებლო საქმიანობაში.
თამარი 2011 – 2017 წლებში მუშაობდა აუდიტორულ კომპანია შპს ფინანსური მართვის ჯგუფში, აუდიტისა და საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერად, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა დარგის კომპანიების საგადასახადო, საკონსულტაციო და საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურებაში.
2011 წლამდე იგი მუშაობდა საგადასახადო კონსულტანტად სადისტრიბუციო კომპანიაში. ასევე იკავებდა მთვარი ბუღალტრის პოზიციას სამშენებლო და საგამომცემლო დარგის კომპანიებში.
თამარი არის საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის კვალიფიციური წევრი. იგი ასევე არის საჯარო სექტორის სერტიფიცირებული ბუღალტერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და სერტიფიცირებული აუდიტორი აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საზედამხედველო სამსახურის მიერ. იგი 2017 წლიდან ფლობს უძრავი ქონების შემფასებლის სერთიფიკატს. 2009-2014 წლებში გაიარა სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის სწავლების სრული კურსი („ACCA“).
თამარს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობით. ფლობს, ქართულ და რუსულ ენებს.
თამარი გახლავთ აუდიტის დირექტორი. იგი პასუხისმგებელია ფინანსური აუდიტის პროცესის წარმართვაზე და ზედამხედველობაზე როგორც პროექტების, ასევე ფირმის დონეზე.