მართვის საკონსულტაციო ჯგუფი არის ბიზნეს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს ორგანიზაციებს დასახული მიზნების მიღწავასა და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების წარმატებით გადალახვაში. ჩვენ ვიქნებით თქვენი საიმედო მოკავშირე ნდობის მოპოვების საქმეში.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი აუდიტორები. ჩვენი პროცედურები სრულ შესაბამისობაშია აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრება გამოირჩევა მაღალი სანდოობით. ჩვენი საქმიანობის ხარისხი აღიარებულია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წელს და განმეორებით 2022 წელს გავიარეთ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მოგვენიჭა მესამე კატეგორიის შეფასება.
2021 წლის მარტიდან ჩვენ გავხდით აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიათა საერთაშორისო ქსელის SFAI წევრიჩვენ მუდმივად ვისწრაფით პროფესიული უნარებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ.
ამავე დროს, ჩვენ გთავაზობთ ფინანსური მომსახურებების ფართო სპექტრს, როგორც აღრიცხვა-ანგარიშგების, ასევე დაგეგმვისა და საგადასახადო მიმართულებით.
წარმატებული შედეგების უმოკლეს დროში მიღებისათვის
ჩვენ ვმოქმედებთ თქვენთან ერთად, ერთიან გუნდად.