ვლადიმერ ჩიტაია

მმართველი პარტნიორი, კლიენტებთან ურთიერთობის და ბიზნესის განვითარების დირექტორი

ვლადიმერი არის შპს მართვის საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი. მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აუდიტის, მარწმუნებელი გარიგებების, საკონსულტაციო მომსახურების და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურება, ენერგეტიკა, მშენებლობა, განათლება, ჯანდაცვა და სხვა. ასევე აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება, კერძოდ საგადასახადო სამსახურის სხვადასხვა სისტემებში.

ვლადიმერი 2009 – 2019 წლებში იყო მმართველი პარტნიორი აუდიტორულ კომპანია შპს ფინანსური მართვის ჯგუფში, ხელმძღვანელობდა აუდიტის, საგადასახადო, საკონსულტაციო და საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურების მიმართულებას.

2007 – 2009 წლებში იგი იყო მმართველი პარტნიორი შევრონ–ტექსაკოს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს ”საქართველოს ზეთების საერთაშორისო კომპანი”–ის.

ვლადიმერი 2004 – 2007 წლებში იყო შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციი”-ს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და ასევე სს ”საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანია – გაეროს განვითარების პროექტი”-ს ფინანსური სამსახურის უფროსი.

1996 – 2004 წლებში იგი დასაქმებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე.

ვლადიმერი არის საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის კვალიფიციური წევრი. იგი ასევე არის საჯარო სექტორის სერტიფიცირებული ბუღალტერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და სერტიფიცირებული აუდიტორი აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საზედამხედველო სამსახურის მიერ.

ვლადიმერს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფლობს, ქართულ და რუსულ ენებს.

ვლადიმერი პასუხისმგებელია ფირმის მართვაზე, კლიენტებთან ურთიერთობაზე და ბიზნესის განვითარებაზე.