მართვის საკონსულტაციო ჯგუფის კიდევ ერთი წარმატება!

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია მართვის საკონსულტაციო ჯგუფი საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების რეიტინგში მე-12 ადგილზეა!

მართვის საკონსულტაციო ჯგუფი ოპერირებს 2018 წლიდან. ასეთ მოკლე პერიოდში კომპანია სწრაფი ტემპებით ვითარდება, რასაც ადასტურებს ბოლო წლების მონაცემები საქართველოში არსებული აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების შესახებ.

მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და თანამშრომლებს გუნდური მუშაობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისთვის.

ჩვენ ვმოქმედებთ თქვენთან ერთად, ერთიან გუნდად.

იხილეთ სტატია: https://bm.ge/…/saqartvelos-auditoruli-firmebis…/132158