გიორგი არის შპს მართვის საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი და ხარისხის კონტროლის პარტნიორი. მას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება აუდიტის, მარწმუნებელი გარიგებების და საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, ტრანსპორტირება, წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, ელექტროენერგიის გამომუშავება, ნავთობი, მშენებლობა, ფარმაცევტიკა, უძრავი ქონება და სხვა. ასევე მას აქვს გამოცდილება საჯარო, საქველმოქმედო და არასამთავრობო სექტორებში.
გიორგი 2012 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე მუშაობდა შპს დელოიტი & ტუშ-ში, სადაც მას ეკავა უფროსი მენეჯერის პოზიცია. იგი ხელმძღვანელობდა კომპანიაში პროექტების ეფექტურობის გაუმჯობესებას და ხარისხის მიმართულებას როგორც ფირმის დონეზე, ასევე პროექტების მიმართულებით. ამასთან ერთად იგი ფირმაში იყო გარიგების პარტნიორების სპეციალური მიმომხილველი, რაც გულისხმობდა პროექტების ხარისხის კონტროლს სხვადასხვა ქვეყნებში, იყო პრაქტიკის მიმომხილველების გუნდის წევრი როგორც სათაო ოფისში დიდ ბრიტანეთში, ასევე დსთ-ს ყოფილ ქვეყნებში.
გიორგი შპს დელოიტი & ტუშამდე მუშაობდა ფინანსურ დირექტორად ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში და მანამდე იკავებდა შიდა აუდიტორის პოზიციას სს თიბისი ბანკში.
გიორგი არის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის კვალიფიციური წევრი დიდ ბრიტანეთში და საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის კვალიფიციური წევრი საქართველოში. იგი ასევე არის საჯარო სექტორის სერტიფიცირებული ბუღალტერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და სერტიფიცირებული აუდიტორი აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საზედამხედველო სამსახურის მიერ.
გიორგი არის კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კერძოდ კავკასიის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. იგი ფლობს, ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
გიორგი პასუხისმგებელია ფინანსური აუდიტის პორტფელის ზედამხედველობაზე და კომპანიაში დანერგილი ხარისხის კონტროლის და სხვა პოლიტიკების შენარჩუნებაზე, განხორციელებაზე და გაუმჯობესებაზე როგორც პროექტების, ასევე ფირმის დონეზე. იგი ასევე პასუხისმგებელია ეთიკაზე, დამოუკიდებლობაზე, რისკების მართვაზე და თანამშრომლებთან ურთიერთობაზე.
ბიძინა კვერნაძის 7 / პავლე ასლანიდი 12
თბილისი, საქართველო
Created By Lemonads