ფინანსური ანგარიშგების აუდიტი არის ეფექტური საშუალება, კომპანიის საქმიანობით დაინტერესებული მხარეებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. ამავე დროს, თავად კომპანიას ეხმარება ფინანსური ანგარიშების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში.
გარდა ამისა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც კომპანიები იყოფიან კატეგორიებად.
კანონი ავალდებულებს პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებს ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების ყოველწლიური აუდიტი.
• ჩვენ გთავაზობთ დამოუკიდებელ აუდიტორულ მომსახურებას, რომელსაც ვახორციელებთ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და რომელიც თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.
• ჩვენს მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება საიმედო რწმუნებაა, რომ ის სამართლიანად ასახავს ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ.
კომპანიაში მნიშვნელოვანია ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად. ფასს-ის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოებისათვის.
ბუღალტერია შეგვიძლია მივიჩნიოთ საწარმოს საინფორმაციო სისტემის საფუძვლად. ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილის გამართული ფუნქციონირება მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.
ჩვენ გთავაზობთ:
• კონსულტაციებს სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ.
• კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის სრულად წარმოებას ფასს-ის შესაბამისად.
• ფასს-ის დანერგვას.
• ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის შესაბამისად.
ფინანსური ანგარიშგება არის კომპანიის ფინანსური შედეგების და მდგომარეობის კომუნიკაციის საერთაშორისოდ აღიარებული საშუალება
ამასთანავე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც კომპანიები იყოფიან კატეგორიებად. კანონი ავალდებულებს მესამე კატეგორიის კომპანიებს მოამზადონ და ანგარიშგებების პორტალზე ატვირთონ ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებები.
• ჩვენ გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს სტანდარტების შესაბამისად და დახმარებას ანგარიშგებების პორტალზე ატვირთვაში
• ასევე გთავაზობთ კანონის მოთხოვნების შესაბამისი მმართველობითი ანგარიშგების მომზზადებაში და ანგარიშგებების პორტალზე ატვირთვაში დახმარებას
სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია გადასახადები. შეიძლება ითქვას, რომ გადასახადები წარმოადგენს სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ელემენტს.
გადასახადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია ყოველთვის უნდა ცდილობდეს პირნათელი იყოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას, რაც თავიდან აარიდებს გადასახადების არასწორად გადახდასთან დაკავშირებულ ზედმეტ დანახარჯებს.
• ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ გადასახადების სწორად გაანგარიშებაში, ანგარიშსწორებასა და დეკლარირებაში.
• ჩვენ გთავაზობთ როგორც მიმდინარე კონსულტაციებს საგადასახადო საკითხებში, ასევე სრულ საგადასახადო აუდიტს.
კომპანიის მარაგების, ინვენტარისა და ძირითადი საშუალებების სწორად აღრიცხვა საკმაოდ შრომატევადი, თუმცა მნიშვნელოვანი ამოცანაა. იგი მოითხოვს ინვენტარიზაციის პროცესის სწორ დაგეგმვასა და წარმართვას.
ჩვენ გთავაზობთ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების აღწერას, საინვენტარო რეესტრის შექმნას, ფიზიკურ ნუმერაციას და მიღებული შედეგების შედარებას საბუღალტრო მონაცემებთან.
ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების სამართლიანი ღირებულების დადგენის საუკეთესო საშუალებაა მისი შეფასება.
ჩვენ გთავაზობთ, სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ ნებისმიერ უძრავი და მოძრავი ნივთის, მთლიანი კომპანიის ან მისი წილის, ინვესტიციისა და სხვა აქტივების შეფასებას შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ბიძინა კვერნაძის 7 / პავლე ასლანიდი 12
თბილისი, საქართველო
Created By Lemonads