ფინანსური ანგარიშგების აუდიტი არის ეფექტური საშუალება, კომპანიის საქმიანობით დაინტერესებული მხარეებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
ამავე დროს, თავად კომპანიას ეხმარება ფინანსური ანგარიშების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც კომპანიები იყოფიან კატეგორიებად. კანონი ავალდებულებს პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებს ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების ყოველწლიური აუდიტი.
ჩვენ გთავაზობთ დამოუკიდებელ აუდიტორულ მომსახურებას, რომელსაც ვახორციელებთ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და რომელიც თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.
ჩვენს მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება საიმედო რწმუნებაა, რომ ის სამართლიანად ასახავს ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ.