კომპანიაში მნიშვნელოვანია ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად. ფასს-ის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოებისათვის. ბუღალტერია შეგვიძლია მივიჩნიოთ საწარმოს საინფორმაციო სისტემის საფუძვლად. ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილის გამართული ფუნქციონირება მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ჩვენ გთავაზობთ: კონსულტაციებს სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ. კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის სრულად წარმოებას ფასს-ის შესაბამისად. ფასს-ის დანერგვას. ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის შესაბამისად.