ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 23 დეკემბრის N1785 ბრძანებით მართვის საკონსულტაციო ჯგუფს მიენიჭა მესამე კატეგორიის დასკვნითი შეფასება.
ასევე, კომპანიამ მეორედ გაიარა დამოუკიდებელი ხარისხის მიმოხილვა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ და 2022 წლის 20 დეკემბერის N 689 ბრძანებით მიენიჭა მესამე კატეგორიის დასკვნითი შეფასება.
ამავე ბრძანებით კომპანიის გარიგების პარტნიორებს – თამარ მერმანიშვილს (SARAS-A-950498) და ვლადიმერ ჩიტაიას (SARAS-A-613849) მიეცათ აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება სუბიექტებისათვის, გარდა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისა (სდპ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილებისა.