გიორგი ბერიშვილი წარმატებით დარეგისტრირდა ფირმის გარიგების პარტნიორად აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში.
იგი კომპანიის დაარსებიდან ჩართული იყო აუდიტის მეთოდოლოგიის, ხარისხის კონტროლის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკების შემუშავებაში და დანერგვაში.
მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფირმის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. გიორგის გამოცდილებას შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე, სადაც აღწერილია „ჩვენი გუნდი.