Project Description

საგადასახადო აუდიტი და კონსულტაციები

სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია გადასახადები. შეიძლება ითქვას, რომ გადასახადები წარმოადგენს სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ელემენტს.

გადასახადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია ყოველთვის უნდა ცდილობდეს პირნათელი იყოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას, რაც თავიდან აარიდებს გადასახადების არასწორად გადახდასთან დაკავშირებულ ზედმეტ დანახარჯებს.

მართვის საკონსულტაციო ჯგუფი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ გადასახადების სწორად გაანგარიშებაში, ანგარიშსწორებასა და დეკლარირებაში.

მართვის საკონსულტაციო ჯგუფი ჩვენ გთავაზობთ როგორც მიმდინარე კონსულტაციებს საგადასახადო საკითხებში, ასევე სრულ საგადასახადო აუდიტს.